კომპანია Kantar Millward Brown-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სხვადასხვა თაობა რეკლამას სხვადასხვაგვარად აღიქვამს.
მასშტაბურ კვლევაში 39 ქვეყნიდან 23 907 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი სამ კატეგორიად დაიწყო X თაობა – 35-49 წელი, Y თაობა - 20-24 წელი და Z თაობა - 16-19 წელი.
კვლევის ავტორთა განცხადებით, რეკლამის მიმართ ყველაზე რთულად განწყობილი Z თაობაა, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ამ თაობის წარმომადგენელთა ინტერესი უფრო სხვა სფეროებზეა გადანაწილებული. კვლევის თანახმად, Z თაობა, რომელიც 16-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანებს მოიაზრებს, უფრო მიდრეკილია რეკლამის გამოტოვებაზე, რადგან მათ განსაკუთრებულად დაბალი მოწყენილობის მაჩვენებელი აქვთ. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ თაობის წარმომადგენლები უფრო პოზიტიურად არიან განწყობილი ტრადიციული მედიის მიმართ, ვიდრე ციფრულის. კვლევაში მონაწილე თაობა Z-ის 32% დადებითად აფასებს ინტერნეტ რეკლამას, 62% - რეკლამას კინოში, 43% - გარერეკლამას, 43% - ჟურნალებში რეკლამას, 38% - საგაზეთო რეკლამას, 39% - პროდაქტ პლეისმენტს კინოში, 40% კი სატელევიზიო რეკლამას.
თუმცა ამ თაობის გამოკითხულთა უმრავლესობა 72% აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია რეკლამა, რომელიც იუმორს შეიცავს, 58%-ის თქმით კი მოსწონს რეკლამა სადაც კარგი მუსიკაა, 56%-ის განცხადებით, მისთვის მისაღებია რეკლამა, რომელიც საინტერესო ამბავს ყვება.
რაც შეეხება სხვა თაობებს, Y თაობის (20-24 წელი) 41%-სთვის მისაღებია ინტერნეტ რეკლამა, 61%-სთვის - რეკლამა კინოში, 55% - გარერეკლამა, 55% - რეკლამა ჟურნალებში, 50%-სთვის - საგაზეთო რეკლამა, 47% - პროდაქტ პლეისმენტი კინოში, 51% - სატელევიზიო რეკლამა.
X თაობის 32%-ის თქმით კი ინტერნეტ რეკლამა არ აღიზიანებს, 46% დადებითად აფასებს რეკლამას კინოში, 44% - გარერეკლამას, 52% - რეკლამას ჟურნალში, 47% - საგაზეთო რეკლამას, 40% - პროდაქტ პლეისმენტს კნოში, 47% - სატელევიზიო რეკლამას.