ამერიკელი რითეილერების დანახარჯები ინტერნეტ რეკლამაზე 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით 22,5%-ით გაიზარდა და 15,81 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კომპანია Internet Retailer-ის მონაცემებით, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 12,91 მილიარდი დოლარი იყო.
ამავე მონაცემების თანახმად, უძრავი ქონების კომპანიების ბიუჯეტის ნახევარზე მეტი 50,8% საძიებო რეკლამაზე მოდის, რაც 3%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. დანახარჯების 42,8% მოდის ვიდეო და საბანერო რეკლამაზე.
კომპანია ასევე წინასწარმეტყველებს, რომ მიმდინარე წელს ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება.