”პროკრტიდ ბანკის” მმართველმა მენეჯმენტმა 2016 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნულთან დაკავშირებით „პროკრედიტ ბანკის“ სათავო ოფისში „პროკრედიტ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლაუს პიტერ ცაიტინგერმა, „პროკრედიტ ბანკის“ საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ილირ ალიუმ, „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორებმა - დავით გაბელაშვილმა, ქეთევან ხუსკივაძემ და ალექს მატუამ პრესკონფერენცია გამართეს და მედიის შეკითხვებსაც უპასუხეს.
გასული წლის დეკემბერში ”პროკრეტიდ ჰოლდინგმა” ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე მთლიანი სააქციო კაპიტალის ვაჭრობის ნებართვა მოიპოვა.
”პროკრედიტ ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა პროკრედიტ ჰოლდინგის მოხვედრა ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. ჯგუფისთვის ეს ნიშნავს განვითარების ახალ ეტაპს, შესაძლებლობას კიდევ უფრო გაამყაროს ბანკის რეპუტაცია ევროპის მსხვილ და გავლენიან ინვესტორთა წრეში. პროკრედიტ ბანკი ამყარებს პოზიციებს ქართულ ბაზარზე და ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ საბანკო სფეროში განვითარებაზე. დასახული მიზნების განხორციელებას ბანკი განახლებული მენეჯმენტით განაგრძობს, რომელსაც ნათია თხილაიშვილი შეუერთდა", - განაცხადა პროკრედიტ ბანკის დირექტორმა ალექს მატუამ.
საბანკო მომსახურების გამარტივების მიზნით, პროკრედიტ ბანკმა დანერგა და უახლესი აპარატურით აღჭურვა სივრცე 24/7, სადაც მომხმარებლები ოპერაციებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს დამოუკიდებლად ასრულებენ.
”ჩვენ დეკემბერში დავასრულეთ მიკრო და საშუალო სეგმენტიდან გამოსვლა. განვახორციელეთ ბოლო ტრანზაქცია. მოხდა მცირე პორტფელის გაყიდვა ”საქართველოს ბანკზე.” ახლა ვართ მზად, რომ მოხდეს მთელი ჩვენი ძალების მიმართვა მცირე და საშუალო ბიზნესსექტორთან მუშაობაზე", -აღნიშნა ”პროკრედიტ ბანკის” დირექტორმა ქეთევან ხუსკივაძემ.
როგორც ”პროკრედიტ ბანკის” მენეჯმენტმა განმარტა, ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი კვლავ მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის დაფინანსება იქნება. ბანკმა უარი თქვა მიკრო სეგმენტზე და მთელი რესურსი მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე მიმართა. 2016 წლის დეკემბერში გასხვისდა მთლიანი საკრედიტო პორტფელის 12%, რომლესაც ბანკის პოლიტიკის მიხედვით არაპროფილური კლიენტები წარმოადგენდნენ.
ბანკის დამფუძნებლის ინფორმაციით, ახლო მომავალში პროკრედიტი საკრედიტო პორტფელს 70 მილიონი ევროთი გააფართოვებს.
„პროკრედიტ ბანკი აგრძელებს სტაბილურ განვითარებას საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაში ბაზრის წილის 25% გვიკავია და გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები პორტფელის ზრდასთან დაკავშირებით. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლების როლი, რომელთა განვითარებშიც პროკრედიტ ჯგუფი მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს,“ - განაცხადა პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლაუს პიტერ ცაიტინგერმა.
„პროკრედიტ ბანკი საქართველო“ ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან არის წარმოდგენილი. „პროკრედიტ ბანკი საქართველო“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომლის დამფუძნებელია „პროკრედიტ ჰოლდინგი“. „პროკრედიტ ჯგუფი“ ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპასა და გერმანიაში. „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ საქმიანობის ძირითადი მიზანია იმ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. (R)
ქრისტინე გამთენაძე