„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე 26 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. შემთხვევის გამო ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ. შეწყვეტილია სავაჭრო ცენტრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობაც. მოვაჭრეები დილიდან საკუთარი ნივთების ტერიტორიიდან გატანას ცდილობენ.

სავაჭრო ცენტრთან სამართალდამცავები მუშაობენ.