„ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე სავაჭრო ობიექტებში ძლიერი დაკვამლიანებაა

„ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მცირე სავაჭრო ობიექტებში ძლიერი დაკვამლიანებაა. ობიექტების მეპატრონეები, ასევე მოვაჭრეები სათავსო კონტეინერებს პროდუქციისგან ცლიან. „კვამლი ხანძრის დიდი კერიდან ვრცელდება. იმის გამო, რომ არსებობს საშიშროება ჩვენც დაგვეწვას პროდუქცია, სათავსოებს ვცლით“, - აცხადებენ ისინი.

კვამლი „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ათამდე სათავსოდან გამოდის.