"ბავშვთა სამყაროში“ ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა

„ბავშვთა სამყაროში“ ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. შესაბამისად, როგორც ადგილიდან იუწყებიან, ტერიტორიაზე ამჟამად კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.ხანძრის ახალი კერების გაჩენას „ბავშვთა სამყაროსთან“ შეკრებილთა პროტესტი მოჰყვა. ისინი ადგილზე სახანძრო სამსახურის დამატებითი ბრიგადების მისვლას მოითხოვენ.

არსებული ინფორმაციით, შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ თავად მაშველები, ვინაიდან ძლიერმა ხანძარმა სავაჭრო ცენტრის კონსტრუქცია დააზიანა და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ცეცხლის ახალ კერებს გარე პერიმეტრიდან ებრძვიან.