„ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟი, შესაძლოა, დღეს დაიწყოს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენობა თბილისის მერიისა და სამხარაულის ბიუროს ექსპერტთა ჯგუფებმა დაათვალიერეს.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ წუხელ, სავაჭრო ცენტრთან განუცხადა, შერჩეულია კომპანია, რომელიც შენობის დემონტაჟს განახორციელებს, თუმცა მისივე განცხადებით, დემონტაჟი ვერ დაიწყება, ვიდრე ცეცხლის ლიკვიდირება მთლიანად არ მოხდება.
რაც შეეხება ცეცხლის სრულ ლიკვიდირებას, დაკვამლიანების ცალკეული კერები ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რჩება, თუმცა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მის ჩაქრობას უახლოეს საათებში ვარაუდობენ. ამასთან, მაშველი-მეხანძრეები ცეცხლის ახალი კერების გაჩენას არ ელოდებიან.