ირანი ამერიკის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეწყვეტს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა.
ეს არის საპასუხო ზომა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაზე, რომლის თანახმად, შვიდი ქვეყნის, მათ შორის ირანის მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზების გაცემა 90 დღით შეჩერდა.
თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, შესაძლებელია გამონაკლისების შეტანა ამ გადაწყვეტილებაში. „თუ ადგილი ექნება გამონაკლისებს, მათ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს და მხოლოდ ამის შემდეგ მიღება გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.