პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ კრისტიან დენიელსონს ხვდება.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, მხარეები განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. საუბარი ეხება იმ მხარდაჭერას, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროპის საგარეო საქმიანობის სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი თომას მეიერ ჰარტინგი.