შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად , სასაქონლო ზედნადებების გამოწერის ფაქტებთან დაკავშირებით შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადამოწმდა ერთ-ერთი საწარმოს მიერ ტრანსპორტირებული საქონელი, რა დროსაც დაფიქსირდა გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტი. როგორც შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით დადგინდა, აღნიშნულ ფიზიკურ პირზე რეგულარულად ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერა ერთგვაროვანი სახეობის იმ ოდენობის საქონელზე, რომ იკვეთებოდა პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული საწარმოს მიერ მსგავსი სქემით, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, სხვა შემთხვევებშიც 357 ფიზიკურ პირზე, რეგულარულად ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, სავარაუდოდ არარსებულ სამეურნეო ოპერაციებზე. სულ გამოწერილია 9,110 ერთეული მიწოდების ოპერაციის ამსახველი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 295,913 ლარი შეადგენა.
საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.