ამირან მარიამიძე - „ბავშვთა სამყაროს“ დემონტაჟი დღეს დაიწყება

დაიწყება შენობის დემონტაჟი, რის შემდეგაც მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ შენობის ტერიტორიაზე შესვლის და საკუთარი ძვირფასი ნივთების მოძებნის , - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ოქროს სამყაროს“ კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ დღეს იქნება ექსპერტების წერილობითი დასკვნა, რომელსაც წარადგენენ მერიაში, რათა შენობის დემონტაჟი მოხდეს.

„შენობის დემონტაჟი ზუსტად იმ ადგილიდან დაიწყება, სადაც მოვაჭრეების ძვირფასი ნივთებია მიმოფანტული. ამის შემდეგ მოვაჭრეებს შეეძლებათ ეტაპობრივად შესვლა და საკუთარი ძვირფასეულობის მოძებნა“, - განაცხადა ამირან მარიამიძემ.