„ბიზნესპრესნიუსზე“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 65.7%-ის თქმით, 2016 წელს მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. გამოკითხვაში მონაწილეთა 11.1% კი თვლის, რომ ფინანსური მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. ხოლო 9.4% ამბობს, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. 6.3 %-ის თქმით, ფინანსური მდგომარეობის კუთხით მათი მდგომარეობა მხოლოდ მცირედით გაუარესდა. ხოლო 7.5 %-ის თქმით, 2016 წელს მათი ფინანსური მდგომარეობა უცვლელი დარჩა.
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1275-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა საიტზე 23 დეკემბრიდან 2 თებერვლამდე მიმდინარეობდა.