დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას ხვდება

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელ გაბრიელ გოდარდს ხვდება.

როგორც  სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებია.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მსოფლიო ბანკი საქართველოში სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერას ახორციელებს, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ნაწილია.

”მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ რეფორმებს შორისაა, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა, ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა და ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებები”, - აცხადებენ სამინისტროში.