„თი-ბი-სი ბანკი“ მომხმარებელს აფრთხილებს

„თი-ბი-სი“ ბანკი განცხადებას ავრცელებს და მომხმარებელს აფრთხილებს, რომ 4 თებერვალს საღამოსა და ღამის საათებში  საბანკო ოპერაციების განხორციელება შეუძლებელი იქნება.

როგორც ბანკში იუწყებიან,  ამის მიზეზი სისტემის განახლებაა.

კერძოდ, 4 თებერვლის 19:00 საათიდან 5 თებერვლის 04:00 საათამდე საბანკო ოპერაციები ვერ განხორციელდება: სერვისცენტრებში, ინტერნეტბანკში, მობაილბანკსა და სწრაფი გადახდის აპარატებზე.

ამასთან, ამავე მიზეზის გამო 4-5 თებერვალს საკრედიტო ბარათზე ჩარიცხული და შეტანილი თანხა 6 თებერვალს გახდება ხელმისაწვდომი. ასევე 6 თებერვლამდე შეზღუდული იქნება საკრედიტო ბარათიდან გადარიცხვაც.