„მაგთიკომის“ ოპტიკური ინტერნეტის მუშაობაში დღეს დილიდან შეფერხებაა

”მაგთიკომის” ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების ნაწილს დღეს დილიდან ინტერნეტი შეზღუდვით მიეწოდება, რის გამოც გარკვეულ ვებ-გვერდებზე შესვლა შეუძლებელია.

”მაგთიკომის” (ყოფილი ”კავკასუს ონლაინის”) ინფორმაციით, ქსელში გლობალური პრობლემაა და მომხმარებელს მომსახურება უახლოეს მომავალში აღუდგება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური შეფერხების აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.