”მაგთიკომის” (ყოფილი ”კავკასუს ონლაინის”) ოპტიკური ინტერნეტის მომსახურება სრულად აღდგენილია. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ტექნიკური შეფერხება აღმოფხვრილია.
”სრულიად აღდგენილია მომსახურება. პრობლემა იყო ”ge” დომეინში, არა ჩვენი მხრიდან, არამედ იმ საიტებზე, რომლებიც ”კავკასუსის” მხარეს არის დარჩენილი. ანუ, საიტების ნაწილზე, რომლებიც ”ge”-ზე მთავრდებოდა, იყო შესვლის პრობლემა, რომელიც აღმოფხვრილია. მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდით”, - აცხადებენ კომპანიაში.
დღეს დილიდან ”მაგთიკომის” (ყოფილი ”კავკასუს ონლაინის”) აბონენტების ნაწილს ინტერნეტი შეზღუდვით მიეწოდებოდა.