ტრამპის დასვენება უიქენდზე 3 მილიონი დოლარი დაჯდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ამ შაბათ-კვირას ვირჯინიის შტატში მდებარე მარ-ა-ლაგოში ტრამპის ძვირადღირებულ აგარაკზე დასვენება გადასახადის გადამხდელებს 3 მილიონი დოლარი დაუჯდებათ.

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის რანგში ტრამპისთვის ეს პირველი დასვენება იქნება. მარ-ა-ლაგოში აშშ-ის პრეზიდენტი მეუღლე მელანიასთან ერთად გაემგზავრება, რომელიც კვლავ მანჰეტენზე, ტრამპ თაუერში ცხოვრობს.

გამოცემის ცნობით, საპრეზიდენტო თვითმფრინავი Air Force One-ით ერთსაათიანი ფრენა 200 ათასი დოლარი ღირს.

„თავის დროზე ტრამპი „ტვიტერზე“ არაერთხელ აკრიტიკებდა ობამას მსგავსი დანახარჯებისთვის“, - წერს გამოცემა Politico.