”ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე ოქროს ბირჟის დაზარალებული მოვაჭრეები იკრიბებიან. როგორც მოვაჭრეები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მათი შენობაში შეშვება დღის განმავლობაში მოხდება, რათა ”ოქროს სამყაროს” ტერიტორიაზე არსებული საკუთარი ძვირფასეულობა გამოიტანონ.
მოვაჭრეები ”ოქროს სამყაროსთან” ნიჩბებით მივიდნენ, რათა მისი დახმარებით ნანგრევებიდან ძვირფასეულობა ამოარჩიონ.
”ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე მობილიზებულია დაცვის პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური.
”ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე იმყოფებიან ასევე ის დაზარალებული მოვაჭრეები, რომლებიც სხვადასახვა ნივთებით ვაჭრობდნენ, ტანსაცმლით, წიგნებით და ა.შ.
”ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები ხელისუფლებას და ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ გარდა ”ოქროს სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეებისა, მათაც მიაქციონ სათანადო ყურადღება.