ზამთრის ტენდენციები ქართული ღვინის ბაზარზე - რას ანიჭებს უპირატესობას მომხმარებელი

ახალი წლების შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ღვინის რეალიზაცია ყოველთვის იკლებს. ამის მიზეზი საახალწლო ღვინის გადამეტებული სმის გარდა, ისიცაა, რომ ზამთარში უფრო მეტად მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელებია პოპულარული. თბილისის სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში ამბობენ, რომ წლევანდელი ზამთარი გაყიდვების კუთხით გამორჩეული არ ყოფილა და როგორც ვარაუდობდნენ, ღვინის გაყიდვებმა 15-20%-ით დაიკლო. ეს არცთუ კარგი ტენდენცია, სავარაუდოდ, მარტამდე შენარჩუნდება. მარტის შემდეგ კი, მომხმარებელი, რა თქმა უნდა, კვლავ იბრუნებს ღვინისაკენ პირს.

ზამთარში მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელები, მეტწილად კი არაყი იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს არაერთმა ღვინის კომპანიამ დაიწყო საკმაოდ კარგი და მისაღები ხარისხის ჭაჭის ბოთლში ჩამოსხმა, ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილი მაინც ძველ გზაზე სიარულს ამჯობინებს და ქართული ან უკრაინული წარმოების საეჭვო ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე არაყს ყიდულობს.

იხილეთ გაგრძელება