აშშ-ის მიერ ირანისთვის სანქციების გაფართოების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0,17 დოლარით 56,86 დოლარამდე გაიზარდა. აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასმა კი ბარელზე 53,88 დოლარი შეადგინა.
ტრეიდერების განცხადებით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა ზრდის ეჭვს, რომ მომავალში აშშ-ის მიერ ირანისთვის სანქციების გაფართოება ირანიდან ნავთობის ექსპორტზე აისახება.
გასული კვირის ბოლოს WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,3%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.