7 საოცრება, რომელიც თქვენს ჭკვიან ტელეფონებს გააჩნია

მობილურ ტელეფონებს ძალიან ბევრი საიდუმლო გააჩნიათ, თუმცა ამის შესახებ ბევრმა ჩვენგანმა არაფერი იცის. წარმოგიდგენთ ჭკვიანი ტელეფონების 7 საოცარ ნიჭს!

1. მაუსის და კლავიატურის დაკავშირება - ამ ოპერაციის შესასრულებლად საჭიროა მხოლოდ ერთი სპეციალური კაბელი, რომლის შეძენაც შესაძლებელია ტექნიკის მაღაზიებში. ამ კაბელის საშუალებით, ჭკვიან ტელეფონებზე მოქმედებას განახორციელებთ კლავიატურა-მაუსის საშუალებით. ვფიქრობ, ეს ანდროიდის ერთ-ერთი უძლიერესი საიდუმლოებაა.

2. Black Screen თემა - ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონის ბატარეის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი ფერის უკანა ფონი. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეკრანი აუცილებლად უნდა იყოს ლედ-ამოლედი. სხვა ტიპის ეკრანები შავ ფერს ნორმალურ ფერად აღიქვამენ, ხოლო ამოლედი, შავი ფერის გაშვების პროცესში, პიქსელებს ავტომატურად დეაქტივაციას აძლევს, რაც ენერგიის დაზოგვასთან არის გათანაბრებული.

3. Music Sleep Timer - მოგწონთ ძილის წინ მუსიკა? თუმცა ამასობაში ისე გეძინებათ, რომ ვერც ხვდებით, გათიშეთ თუ არა! ამ პრობლემით თუ შეწუხდით და ეძებთ გამოსავალს, საუკეთესო ფუნქციაა - Music Sleep Timer-ი. ამ ფუნქციის საშუალებით მუსიკა რამდენიმე წუთში ავტომატურად ითიშება. შესაძლებელია ასევე ხელითაც დააყენოთ.

4. დაკარგული ტელეფონის მოსაძებნად - დაკარგული ან მოპარული ტელეფონის საძებნელად არსებობს საუკეთესო საშუალება. ამისთვის პირველ რიგში, საჭიროა შეხვიდეთ Google-ის ანგარიშზე, გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ >Android Device Manager ვარიანტი. ამის შემდეგ ამოგიგდებთ ორ ვარიანტს:

1. მართე აპარატი შორიდან

2. დისტანციური საკეტი და დაფორმატება (ფაბრიკული)

ამის შემდეგ ყველაფერი უფრო მარტივია. ამ მეთოდით შეძლებთ დაბლოკოთ თქვენი დაკარგული ტელეფონი. ფუნქცია სახელწოდებით Android Device Manager - ამისთვის არსებობს.

5. კეშის გასუფთავებით აჩქარება - ამ ფუქციას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. შედით ყოველდღე აპლიკაციებში, შემდეგ გაწმინდეთ მითითებული აპლიკაციის კეში. გარდა ამისა, გათიშეთ ყველა ის პროგრამა, რომელიც არ გჭირდებათ.

6. Mathpix - ვისაც მათემატიკასთან არ გაქვთ კარგი ურთიერთობა, ამ პრობლემასაც ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონი მოგიგვარებთ. საჭიროა, ჩაწეროთ Mathpix -ის პროგრამა > დააინსტალირეთ, შემდეგ გადაუღეთ მათემატიკის ოპერაციას, რომლის ახსნაც გიჭირთ და ეს პროგრამა ავტომატურად დაგიწერთ ზუსტ პასუხს დეტალებში.

7. ჰოლოგრამის პროექტორი - 3D ჰოლოგრამის შექმნა ოჯახის პირობებში სავსებით შესაძლებელია, მთავარი მონდომებაა. საჭიროა მხოლოდ CD კონტეინერი, კომუნალური დანა ან კიდევ რაიმე მჭრელი დანა. CD საფარი დაჭერით და მიაკარით პირამიდულად ერთმანეთს, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, აწყობილი პირამიდა დადეთ მობილურზე, ჩართეთ ჰოლოგრამული ვიდეო ტელეფონში და დანარჩენში თავად დარწმუნდებით. უკეთესია თუ ბნელ ოთახში შეასრულებთ ამ ოპერაციას!!!

ავტორი: ალექსი აბდიევი

წყარო: intermedia.ge