8 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6627 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6656 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.29 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 9 თებერვალს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 9 თებერვლისთვის 2.8342 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8439 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.97 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 9 თებერვლისთვის 0.7106 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7177 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.71 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 9 თებერვლისთვის 3.344 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.344 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 1.86 თეთრი შეადგინა.