„თბილსერვის ჯგუფი“ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე კონტროლს აგრძელებს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს კონტროლს სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე.

როგორც მერია იუწყება, ღამის ინსპექტირების შედეგად, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომელიც მასზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, დაიცვან კანონი და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე.