ქართული მეღვინეობა ათწლეულებია ფალსიფიკაციის პრობლემის წინაშე დგას და ეს, პირველ ყოვლისა, ქართული ღვინისა და, ზოგადად, მეღვინეობის პრესტიჟს ვნებს. გარდა ამისა, ფალსიფიკატორები მომხმარებლის გემოვნების დეგრადაციასაც "უწყობენ ხელს" - დღეს ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც სრულიად გულწრფელად ამბობენ, რომ ნატურალურ ღვინოს გემოთი ე.წ. გაკეთებული ღვინო ურჩევნიათ და პირადი მოხმარების დროსაც უპირატესობას ფალსიფიცირებულ სასმელს ანიჭებენ.
1998 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ "ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში" ზუსტად და ლაკონურადაა განმარტებული თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ღვინო ფალსიფიცირებულად და რა შემთხვევაში უნდა მოხდეს კანონით გათვალისწინებული ბერკეტებისა და მექანიზმების ამოქმედება. ამ კანონმა შემდეგ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. საბოლოო რედაქციის მიხედვით: "ფალსიფიცირებულად ჩაითვლება ღვინოპროდუქცია, თუ:
ა) მას დამატებული აქვს ისეთი ნივთიერება, რომელიც არ არის დაშვებული კანონით ან/და ნებადართული ტექნიკური რეგლამენტით, ან პირდაპირ აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით; ბ) მისი წარმოების პროცესში გამოყენებულია დამუშავების ისეთი მეთოდი, რომელიც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით;
გ) მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით მის ეტიკეტზე ან თანმხლებ დოკუმენტებში ადგილწარმოშობის დასახელება და სასაქონლო ნიშანი გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. გააგრძელეთ კითხვა