პარლამენტში დღეს პოლიტიკური დებატების დანიშვნის საკითხზე იმსჯელებენ. კომპანია „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე პოლიტიკურ დებატებს საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს.
თავდაპირველად უმცირესობამ აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის სხდომის ფორმატში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაიბარა, თუმცა მინისტრმა ოპოზიციის მოთხოვნა და ამ მხრივ რეგლამენტით დადგენილი ნორმა არ გაითვალისწინა და პარლამენტში არ მივიდა.
ამის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობამ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატების გამართვა მოითხოვა. დღევანდელ სესიაზე გადაწყდება, გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი მათ ინიციატივას და დანიშნავს თუ არა პოლიტიკური დებატების დღეს.