NASA ქართულ ღვინოს იკვლევს - მეცნიერებმა უნდა დაადგინონ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა

ამერიკის კოსმოსური ადმინისტრაციის ცენტრი - NASA საქართველოს იმის დამტკიცებაში დაეხმარება, რომ ის ღვინის სამშობლოა, - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაღრაძე. მისი თქმით, საბოლოო პასუხი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. პროექტმა მეცნიერული გზით უნდა დაადგინოს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც ღვინო გაჩნდა. ამის დადგენა ხანგრძლივი პროცესია.

"NASA-ს ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების შედეგებმა აჩვენა, რომ ღვინის მჟავა, რომელიც ამ ნიმუშში დაფიქსირდა, ევროპული ღვინის ნიშანს წარმოადგენს. ნიმუშების მეორე ნაწილი უკვე გაიგზავნა საკვლევად. საქართველოს ღვინის ჩასახვის ქვეყნად გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი იქნება, რაც გაზრდის მსოფლიო ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი", - ამბობს მაღრაძე.

საქართველოს მთავრობამ პროექტზე მუშაობა 2014 წლის იანვარში დაიწყო. პროექტში NASA-ს გარდა, მონპელიესა და მილანის უნივერსიტეტები იყო ჩართული.

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, მაგრამ ნიმუშები უნდა აღიარონ მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა", - ამბობს ლევან დავითაშვილი.

"ჩვენი ინტერესი იმის დამტკიცება არაა, რომ მეღვინეობა საქართველოში გაჩნდა. ამაზე უკეთესი კითხვები არსებობს. რატომ დაიწყო მეღვინეობა? როგორ გავრცელდა ის არქაულ სამყაროში? როგორ უკავშირდება დღევანდელი ყურძნის ჯიშები ველურ ყურძენს? ეს მნიშვნელოვანი კითხვებია," - ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი.

სააგენტო Hvino News ეცადა ოფიციალური კომენტარი მიეღო NASA-სგან, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.

წყარო allwine.ge