11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს 81 ქვეყანა 112-ის დღეს აღნიშნავს. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ამ დღის აღნიშვნის მიზანია, გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა.
უწყების პრესსამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტმა სპეციალურად ამ დღისთვის, გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის კვირეული გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია განახორციელა.
”მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს - 112 მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში იღებს შეტყობინებებს გადაუდებელ შემთხვევებთან დაკავშირებით. 112-ის დაარსებიდან დღემდე, არამიზნობრივი ზარები 1 351 087-ით შემცირდა, რისთვისაც 112-მა მოქალაქეებს გააზრებული ქმედებისთვის მადლობა გადაუხადა”, - ნათქვამია 112-ის პრესსამსახურის განცხადებში.