Mossack Fonseca-ს დამფუძნებლები დააკავეს

პანამელმა პროკურორებმა კორუფციის ბრალდებით იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ს ორი დამფუძნებელი დააკავეს.

ეს არის კომპანია, რომელიც ცნობილი გახდა გახმაურებული ოფშერული სკანდალის „პანამის დოკუმენტების“ გამო, რომელშიც გახვეული აღმოჩნდნენ მსოფლიოს გავლენიანი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები.

დაკავებულები არიან რამონ ფონსეკი და იურგენ მოსაკი. ხელისფლება მათ ოფშერული ანგარიშების შექმანში სდებს ბრალს, საიდანაც ბრაზილიურმა სამშენებლო კომპანიამ Odebrecht-მა სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნების ანგარიშებზე გარკვეული თანხები გადარიცხა. მათი ადვოკატების განცხადებით პროკურატურამ დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებაზე არ დააკმაყოფილა, ქვეყნიდან გაქცევის მაღალი რისკის გამო.

Odebrecht ეს არის სამხრეთ ამერიკის უსმხვილესი სამშენებლო კომპანია. ბრაზილიაში ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ბრაზილიური სახელმწიფო ნავთობკომპანია „პეტრობასის“ შეკვეთების შემსრულებელი. ჯერ კიდევ 2015 წელს მისი დირექტორი მარსელუ ოდებრეხტი ბრაზილიის ფედერალური პოლიციის მეირ იქნა დაკავებული კორუფციის და ფულის გათეთრების ბრალდებით, რის გამოც 19 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მან აღიარა, რომ Odebrecht-მა ლათინური ამერიკის მასშტაბით 800 მილიონამდე ქრთამი გასცა.

კოკა კვირკველია