კვლევების ცენტრის Galt & Taggart-ის ცნობით, 2016 წელს ექსპლუატაციაში შესული ჰესების (164.9 მეგავატი) ჯამური გენერაცია 2017 წლის ჰიდრო გენერაციის დაახლოებით 5.7%-ს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, დარეგულირებული ჰესების გამომუშავება დეკემბრის თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზრდის უდიდესი წილი 108 მეგავატიან დარიალჰესის გამომუშავებაზე მოდის, რომელმაც ნოემბრის თვიდან მოყოლებული 22.1 მილიონ კილოვატ საათს მიაღწია, ხოლო 2017 წელს დაგეგმილი გამომუშავება 464.5 მლნ კილოვატ საათს შეადგენს.
2016 წელს ექსპლუატაციაში შესულ სადგურებს შორისაა დებედაჰესი (3.0 მგვტ.), შაქშაჰეთიჰესი (1.5 მგვტ.), მაქსანიაჰესი (0.5 მგვტ.) და საგურამოჰესი (4.4 მგვტ.).
ხელვაჩაურიჰესი (47,5 მგვტ.) ამჟამად ტესტირების რეჟიმშია და გენერაციის ლიცენზიას 2017 წელს აიღებს. თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიერ აშენებული ხელვაჩაურიჰესი არის კასკადის პირველი დასრულებული სადგური, რომელიც კირნათიჰესთან და ხელვაჩაურის 2 ჰესთან ერთად (მათი მშენებლობა უახლოეს წლებში დასრულდება) ქსელს წლიურად დაახლოებით 512,7 მლნ კილოვატ საათ ენერგიას მიაწოდებს.