დასავლეთ ევროპაში ღვინოსთან დამოკიდებულებაში სრულიად ახალი ტენდენციები იკიდებს ფეხს. ბოლო წლებში ღვინის პოპულარიზაცია მთელს ევროპაში ძალიან გაიზარდა და ეს მრავალ სფეროზეც აისახა. მთავარი კი ისაა, რომ ბოლო ათწლეულის კრიზისის შემდეგ, ღვინოზე მოთხოვნა იზრდება და ევროპაში კვლავ აშენებენ ახალ ვენახებს.
როგორც ახალი ტენდენცია გვაჩვენებს, დასავლეთ ევროპის მთელს რიგ ქვეყნებში (მაგალითად: ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და სხვა...) ღვინო ახალგაზრდების უმთავრესი სასმელი გახდა და ღვინო თანდათან ანაცვლებს ისეთ კლასიკურ “ახალგაზრდულ“ სასმელებსაც კი, როგორიც ვთქვათ, არაყი ან ლუდია.
რომში მდებარე ერთ-ერთი ლუდხანის მფლობელი, დემინიკ ენციანინი ALLWINE.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ სპორტული ღონისძიებების თვალის დევნების დროს უკვე ბევრი იტალიელი ახალგაზრდა ლუდის ნაცვლად ღვინოს უკვეთავს და, რაც მთავარია, ეს ტენდენცია მზარდია. იხილეთ გაგრძელება