შებოლილი სულგუნი ამერიკის ბაზარზე იყიდება. როგორც რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ცეზარის" დამფუძნებელი, ცეზარ კახაძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, გასული წლის ივლისიდან აშშ-ში 10-ტონამდე შებოლილი სულგუნი გაიგზავნა. მისივე თქმით, პროდუქტი ნიუ-იორკის მაღაზიებში იყიდება და დაახლოებით 15 დოლარი ღირს. როგორც საწარმოს დამფუძნებელმა განაცხადა, შებოლილი სულგული მალე ლოს-ანჯელესისა და კანადის სუპერმარკეტებშიც გაიყიდება.
ცეზარ კახაძე ამბობს, რომ კომპანია "ცეზარის" ბიზნესგეგმა შპს "Darts Group"-მა შეიმუშავა, რათა რძის პროდუქტების ქართულ საწარმოს "მერსი ქორფსის" საგრანტო პროექტში მიეღო მონაწილეობა და დაფინანსება მოეპოვებინა. 2013 წელს კი ორგანიზაცია “მერსი ქორფსის” ფინანსური მხარდაჭერით "ცეზარი"-ს რძის პროდუქტების ახალი საწარმო აჭარაში გაიხსნა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა.
Smoked sulguni cheese sold in New York soon to appear in LA and Canada