ბრიტანული საავტომობილო კომპანია "როლს როისის" განცხადებით, 2016 წელი ერთ-ერთი ყველაზე წამგებიანი იყო.
"ბიბისის" ცნობით, 2016 წელს კომპანიამ რეკორდული თანხა - 4,6 მილიარდი გირვანქა სტერლინგი იზარალა.
კომპანიის ზარალი უმეტესად ვალუტის კურსის ცვალებადობამ განაპირობა. როგორც წესი, გლობალური კომპანიების აქტივები დოლარში ითვლება, თუმცა ”როლს როისი”, როგორც ბრიტანული კომპანია, ანგარიშწარმოებას ეროვნულ ვალუტაში აწარმოებდა. აღნიშნულით კომპანია დოლარის კურსის დაცემისგან ცდილობდა თავის დაცვას. თუმცა ბრექსიტის შემდეგ გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა და სწორედ ამან განაპირობა კომპანიის ზარალი.
”როლს როლისმა” სამოქმედო სტრატეგია უკვე შეცვალა და განაცხადა, რომ კომპანია ხარჯებს მაქსიმალურად შეამცირებს.