დღეს, 14 თებერვალს, კათოლიკე წმინდანის – წმინდა ვალენტინის მოსახსენიებელი დღეა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება როგორც სიყვარულის დღე და მათგან უმეტესში არ არის არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული.
როგორც “ეისითის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, თბილისში უმრავლესობას სმენია ვალენტინობის შესახებ (97%), თუმცა ზუსტი თარიღის შესახებ მხოლოდ 76%-მა იცის.
ცნობადობასთან შედარებით, დედაქალაში არც თუ ისე დიდია ვალენტინობის აღნიშვნის მაჩვენებელი – 25%.
მათ შორის ვინც აღნიშნავს სიყვარულის დღეს, უმრავლესობა (74%) ამ დღესთან დაკავშირებით საჩუქარს ყიდულობს, 9% მეორე ნახევრისთვის რომანტიულ საღამოს აწყობს სახლში, ხოლო 7% კი რესტორანში.
მეორე ნახევარი თბილისის მოსახლეობის 60%-ს ჰყავს. თუმცა ეს მაჩვენებელი 18-24 წლის ახალგაზრდებში დაბალია (25%).
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 იანვარში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.