საქართველოში შესაძლოა ანტიდემპინგური კანონმდებლობა ამოქმედდეს. საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის efta-ს შესახებ ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობის არსებობაა, განსახილველად პარლამენტშია შესული. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობის ამოქმედება საქართველოში საკმაოდ რთული იქნება. რომან კაკულიას თქმით, კვალიფიციური კადრების არსებობის შემთხვევაში, ეს ინსტრუმენტი ბაზარზე მეტ სიცხადეს შემოიტანს.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე