გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი ევროს აშშ დოლარით ჩანაცვლებას გეგმავს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატმა ევროკავშირში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ტედ მალოკმა განაცხადა, საბერძნეთის მაღალჩინოსანი ეკონომისტები განიხილავენ აშშ დოლარის მიღებას იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთი უარს იტყვის ევროპულ ვალუტაზე.
ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში ტედ მალოკმა განაცხადა, რომ საუკეთესო ვარიანტი საბერძნეთისთვის ევროკავშირიდან გასვლა იქნება, ვინაიდან ახლანდელი სიტუაცია „უბრალოდ ვერ შენარჩუნდება“.
„მე ვიცნობ ზოგიერთ ბერძენ ეკონომისტს, რომლებიც აშშ-ში წამყვან კვლევით ორგანიზაციებში განიხილავდნენ დოლარიზაციის საკითხს“, - აღნიშნა ტედ მალოკმა.