დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2 სადაზღვევო ბროკერს რეგისტრაცია გაუუქმა.
როგორც სამსახურის უფროსის კონსტანტინე სულამანიძის 7 თებერვლის ბრძანებაშია ნათქვამი, რეგისტრაცია გაუუქმდა - სადაზღვევო ბროკერ შპს „ჩექვეი“-სა და შპს „Best Brokerage“-ს.
ბრძანების თანახმად, რომელიც ვებგვერდზე 14 თებერვალს გამოქვეყნდა, მისი გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში არის შესაძლებელი.