”მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს დაფინანსების საკითხში მეტი გამჭვირვალობა უნდა შევიდეს.
კაპანაძის თქმით, დაფინანსების და ქონების გადაცემის გაუმჭვირვალობა დღეს არსებულ სისტემაში ქმნის პრობლემებს, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს და ეს ქმნის ხელისუფლების და ეკლესიის ერთმანეთის საქმეებში ჩარევის პრობლემას.
„ამ ქონებრივ ტრანზაქციებს ემატება ინტერესთა გადაჯაჭვულობა, რომელიც იწვევს კორუფციულ გარიგებებს. როდესაც მსგავსი პროცესი მიდის, ჩნდება უფრო ფუნდამენტური საფრთხე იმისა, რომ აღარ იყოს გამიჯნული ეს ორი ხელისუფლება ერთმანეთისგან, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი, ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპია. გამჭვირვალობა, მეტი სიცხადის შეტანა შეიძლება იყოს გამოსავალი. იმ პირობებში, როცა ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის მოწოდებით არაეფექტური, რომელსაც გააჩნია ასევე კორუფციული ინტერესები, ასეთი არატრანსფარანტული სისტემა მათ ძალიან აწყობთ და ხელს ითბობენ“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.