მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირადობის მოწმობის აღება 31 ოქტომბრამდე უფასოდ შეეძლება.
როგორც იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, აქცია 15 თებერვალს დაიწყო.
მათივე ცნობით, აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებენ ის პირები, რომლებსაც არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი) არ გააჩნიათ; გაუქმებული აქვთ ან 31 ოქტომბრამდე უუქმდებათ; ასევე თუ ფოტოსურათი დაზიანებულია ან დოკუმენტი იმის გამოა გამოუსადეგარი, რომ ფოტოა დიდი ხნის; აქცია შეეხება იმ პირებსაც, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს (არასრული/არარსებული ან ლიკვიდირებული მისამართი); აქციით სარგებლობა შეუძლია ასევე იმ 17 წლის პირებსაც, რომელთაც 18 წელი 2017 წლის 31 ოქტომბრამდე უსრულდებათ.
აქციის ფარგლებში ფოტოს გადაღებაც უფასოც იქნება შესაძლებელი. მათივე ცნობით, აღნიშნული აქცია მხოლოდ პირადობის მოწმობას შეეხება და პასპორტის აღება ჩვეულებრივი სტანდარტული ფასი ეღირება.