ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების აჭარის რეგიონული სამსახურის უფროსმა ზურაბ სიხარულიძემ განაცხადა, გზის ამ მონაკვეთზე ლიპყინულია, რამაც მოძრაობა შეაფერხა.
„ამ დროისათვის ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს და მძიმე ტექნიკაც გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს“, - განაცხადა სიხარულიძემ.