რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება, მისიის წევრები ზურაბ ალავიძესა და მინისტრის პირველ მოადგილეს, ირაკლი მატკავას შეხვდნენ.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს რეგიონების განვითარების მნიშვნელობასა და იმ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე წელს იგეგმება.
სტუმრები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის საკითხით, ასევე, რეგიონებში წყალმომარაგების სამუშაოებითა და სხვა აქტივობებით დაინტერესდნენ.
სავალუტო ფონდის მისიამ მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.