მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტი კომერციულ ბანკებში კვლავ გაიზარდა - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
- ერთკვირიანი რეფინანსირების აუქციონზე, წინა კვირასთან შედარებით კომერციულმა ბანკებმა მეტი თანხა მოითხოვეს, რაც ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანწილად დააკმაყოფილა და 8 კომერციულ ბანკეზე გასცა შესაბამისი ოდენობის რეფინანსირების სესხები.
- კვლავ მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, აუქციონის შედეგების შესახებ სრული ინფო ტექსტური ფორმით გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე - სირცხვილია, როცა ასე დიდი და მნიშვნელოვანი ფინანსური დაწესებულება ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ექსელის ფაილებში განზრახ მალავს.
- რეფინანსირების სესხი არის კომერციული ბანკებისთვის ოვერდრაფტ-სესხი, რომელზეც პროცენტი საბოლოოდ კლიენტების გადასახდელია.
- რეფინანსირების სესხი მცირე ზომით დასაშვებია, ხოლო დიდი ზომით - ფეთქებადსაშიში (საქართველო - 22% უკრაინა - 13% თურქეთი - 3% რუსეთი - 2%).