მსოფლიოში ცნობილი შვედური ბრენდი H&M, რომლის პირველი მაღაზია საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, პირველ ვაკანსიებს აცხადებს.
ვაკანსიები ვებგვერდზე insource.ge არის განთავსებული. H&M-ს ერთი ვაკანსია სარეკლამო განცხადებების ავტორის პოზიციაზე, ხოლო მეორე - ბუღალტრის, სახელფასო ადმინისტრირების პოზიციაზე აქვს გამოცხადებული.
რაც შეეხება კომპანიის მიერ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აღნიშნულ პოზიციაზე, აღსანიშნავია კომპიუტერული პროგრამების, ინგლისურისა და ქართული ენების ცოდნა, ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნება, კომუნიკაციის უნარი და სხვა. ამასთან, H&M -ში დასაქმების მსურველებს მუშაობის დაწყებამდე ორი კვირიდან ოთხ თვემდე ვადით, საზღვარგარეთ გადამზადების კურსებზე წასვლა უნდა შეეძლოთ.
H&M-ი საქართველოში პირველ მაღაზიას „გალერეა თბილისში“ 2017 წლის სექტემბერში გახსნის.