ვინ ვეღარ ისარგებლებს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვით - გაიგეთ ცვლილებები, რომელიც მარ­ტი­დან ამოქმედდება

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის. შე­სა­ბა­მის დად­გე­ნი­ლე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ხე­ლი უკ­ვე მო­ა­წე­რა და ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი 1-ლი მარ­ტი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. ამის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო დაზღ­ვე­ვის გა­რე­შე დარ­ჩეს. ცხა­დია, თუ ისი­ნი დაზღ­ვე­უ­ლე­ბი არ არი­ან, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან, კერ­ძო დაზღ­ვე­ვით ისარ­გებ­ლონ, რად­გან მათ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო ფულს აღარ და­ხარ­ჯავს. რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში აცხა­დე­ბენ, შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­ე­ხე­ბათ და სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­თი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია.

ამ ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ყო­ველ­თაო და კერ­ძო პა­კე­ტე­ბის გა­მიჯ­ვ­ნა მოხ­დე­ბა. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, 2013 წლის 1-ლი ივ­ლი­სი­დან სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით მო­სარ­გებ­ლე­ე­ბი ის პი­რე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლებ­საც 2013 წლის 1-ლი ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, კერ­ძო დაზღ­ვე­ვა არ ჰქონ­დათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბევრ ადა­მი­ანს შე­ექ­მ­ნა პრობ­ლე­მა. კერ­ძოდ იმათ, რომ­ლე­ბიც ბა­ზე­ბის გა­ნახ­ლე­ბამ­დე კერ­ძო დაზღ­ვე­ვით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ, მაგ­რამ შემ­დეგ სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით შე­უწყ­დათ კერ­ძო დაზღ­ვე­ვა. ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა და რო­ცა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბა ითხო­ვა, სა­ხელ­მ­წი­ფო მათ პა­სუ­ხობ­და, - ერ­თხელ იყა­ვით დაზღ­ვე­უ­ლი, ამი­ტომ მხო­ლოდ სა­ყო­ველ­თაო დაზღ­ვე­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი პა­კე­ტით შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ, სხვა სერ­ვი­სებს ვერ გა­მო­ი­ყე­ნებ­თო. რო­გორც ვი­ცი, ბევ­რი ბრძო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა უწყე­ბებ­ში სი­ა­რუ­ლით ვე­ღარ შეძ­ლეს, რად­გან ასე იყო გან­საზღ­ვ­რუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თ­ლო­საც მი­მარ­თა და ამ მუხ­ლის არა­კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბა ითხო­ვა და ახ­ლა იქ ცდი­ლობს, დარ­ღ­ვე­უ­ლი უფ­ლე­ბის აღ­დ­გე­ნას. გააგრძელეთ კითხვა