თორნიკე დარჯანიამ 300ვტ სიმძლავრის მზის პანელები საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავზე თავად დაამონტაჟა. პანელებს 20ვტ-იანი ნათურის შემთხვევაში 15 მათგანის, ხოლო 60 ვტ-იანის შემთხვევაში 5 მათგანის განათება შეუძლია , შესაბამისად, ელექტროენერგიის გადასახადის დაზოგვა ხდება.
მზის პანელის ასაწყობად, თორნიკე დარჯანიას დაახლოებით 1 საათი დასჭირდა. მისი თქმით, მზის პანელის აწყობა-დამონტაჟების ღირებულებამ, დაახლოებით, 150$ შეადგინა, თუმცა, გამზადებული პანელი რომ გამოეწერა, დაახლოებით 500$-ს გადაიხდიდა.
მზის პანელის ფუნქციონირების რამდენიმე ტიპის სისტემა არსებობს.
დენი, გამომუშავების შემდეგ, უნდა მოიხმარო, აკუმლატორში დააგროვო ან გასცე. როდესაც ელექტროენერგია არ გესაჭიროება და გამორთული გაქვს, მზის პანელები ელექტროენერგიას მაინც გამოიმუშავებს, ამ დროს დენი იკარგება, მისი აკუმლატორში დაგროვება კი ფინანსებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, როდესაც ელექტროენერგიას გამოიმუშავებ, მაგრამ არ მოიხმარ, შეგიძლია ის ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩაუშვა და საჭიროების შემთხვევაში ის უკან დაგიბრუნდება.
მაგალითად, თუ მე ქსელს 1 500 ვტ ელექტროენერგიას მივცემ, მზე რომ ჩავა და მზის პანელები ფუნქციონირებას შეწყვეტს, მე დენს მოვიხმარ საერთო ქსელიდან და 1 500 ვტ უკან დამიბრუნდება, ისე რომ ელექტროენერგიის გადასახადზე არ აისახება,"- აღნიშნავს თორნიკე დარჯანია და დასძენს, რომ თუ საერთო ქსელში იმაზე მეტი ენერგია ჩაუშვით, ვიდრე საჭიროებისას მოიხმარეთ, წლის ბოლოს "სემეკი" მიწოდებულ ელექტოენერგიას შეაჯამებს და ერთი კილოვატის საფასურად 10 თეთრს გადაგიხდის. გააგრძელეთ კითხვა