რა ჯდება დონალდ ტრამპის ერთი მგზავრობა?

აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ყველაზე დაცული ადამიანია დედამიწაზე. მისი თითოეული მგზავრობა დაცვის წევრებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ქვეყნის ბიუჯეტს პრეზიდენტის მგზავრობა ძალიან ძვირი უჯდება.

აშშ-ის ბიუჯეტიდან პრეზიდენტის მგზავრობისთვის წელიწადში 350 მილიონი დოლარია გამოყოფილი. მგზავრობის ერთი წუთის ფასი საშუალოდ დაახლოებით 2 614 დოლარია.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი ლიმუზინის, Cadillac The Beast-ის ფასი 1,25 მილიონი დოლარია. შეგახსენებთ, რომ სულ 12 ასეთი მოდელი დამზადდა - თორმეტივე პრეზიდენტისთვის. ამას ემატება ესკორტის სხვა ავტომობილები.

ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებაშია ვერტმფრენი Sikorsky VH-60N White Hawk და პრეზიდენტის თვითმფრინავი - Boeing 747 Air Force One.

წყარო autobild.ge