როგორი იქნება მსოფლიო 2030 წელს - ილონ მასკის 6 პროგნოზი

კომპანია Tesla Motors-ის მფლობელისა და დამფუძნებლის ილონ მასკის პროგნოზით, 2030 წლისთვის ბევრ სამუშაო ადგილს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, მარსზე მოგზაურობა კი რეალური გახდება.

გთავაზობთ მასკის 6 პროგნოზს, რომელიც მისი აზრით 2030 წლისთვის მსოფლიოს ელოდება.

მარსზე მოგზაურობა შესაძლებელი იქნება

მასკს სურს, რომ მარსზე მოგზაურობის ფასი 200 000 დოლარამდე დაიყვანოს. დღეს არსებული ტექნოლოგიებით ერთი ადამიანის მარსზე გამგზავრება დაახლოებით ათი მილიარდი დოლარი დაჯდება.

ყველანი მზის ენერგიაზე ვიცხოვრებთ

ილონ მასკის პროგნოზით, სახლის სახურავები საკმარის მზის ენერგიას დააგროვებენ, რომ მთელი სახლი ელექტროობით აღჭურვონ.

მანქანები ავტოპილოტზე ივლიან

მასკის აზრით, მანქანები ავტოპილოტზე ივლიან და ყველა მძღოლზე უკეთ გააკეთებენ ამას. 2017 წლიდან მოყოლებული „ტესლას“ მიერ წარმოებული ავტომობილები ავტოპილოტით იქნება აღჭურვილი.

საჯარო ტრანპორტი ავტოპილოტზე მოსიარულე ავტობუსებით შეიცვლება.

ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი”ჰიპერლუპი” იქნება

„ტესლას“ დამფუძნებლის პროგნოზით, ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი”ჰიპერლუპი” იქნება, რომელიც საათში ათას კილომეტრზე მეტ მანძილს დაფარავს.

ხელოვნური ინტელექტი ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს შეცვლის

სახელმწიფო მოსახლეობას ფულს მხოლოდ იმისთვის გადაუხდის, რომ ცოცხლები არიან. ხელოვნული ინტელექტით ადამიანური მუშახელის ჩანაცვლებას ფინეთში მიმდინარე წლიდან გეგმავენ.