GULFOOD-ის საერთაშორისო გამოფენაში საკუთარ პროდუქციას  9 ქართული კომპანია წარადგენს

23-27 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართულ GULFOOD 2014-ის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ნაციონალური სტენდი მოეწყობა.

სტენდის მოწყობას ორგანიზებას გაუწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან პარტნიორობით.

ნაციონალურ სტენდზე წარმოდგენილი იქნება 9 ქართული კომპანიის პროდუქცია. კერძოდ, საკუთარ პროდუქტებს გამოფენენ „არომა პროდუქტი“, „ზედაზენი“, „კულა“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, „აერ კომპანი“ (თხილი), „ნატურალე“ (თხილი), „წყალი მარგებელი“, „აქვა გეო“ და „ბარამბო.“

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობის მიზანია ქართული კომპანიებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენა, საქმიანი ურთიერთობის დამყარება და არაბთა გაერთიანებული საემიროების ბაზარზე ექსპორტის გაზრდა.

გამოფენის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა დუბაის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან.