სამაგისტრო გრანტიდან ყველაზე მეტს ფიზიკა-მათემატიკის, ცოტას კი - ხელოვნების ფაკულტეტები მიიღებენ

2014-2015 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 მილიონ 250 ათასი ლარით განისაზღვრა.

აღნიშნული თანხიდან 800 ათასი ლარი ყველა პროგრამულ მიმართულებაზე თანაბრად გადანაწილდება, 1,2 მილიონი ლარით კი, დამატებით, პრიორიტეტული მიმართულებები დაფინანსდება. კერძოდ, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკის ფაკულტეტი - თანხის 9,5%-ით; საინჟინრო - 9,5%-ით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) - 9%-ით, სოციალური მეცნიერებები - 8,5%-ით, განათლება და ჰუმანიტარული - 6%-6%-ით, ბიზნესი და ეკონომიკა - 5%-ით, სამართალი - 3%-ით, აგრარული - 2%-ით, ჯანდაცვა - 1%-ით, ხელოვნება - 0,5%-ით დაფინანსდება.

როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, თითოეულ მაგისტრანტზე გასაცემი გრანტის მაქსიმალური მოცულობა კვლავ 2 250 ლარია.