21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6325 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6386 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.61 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 თებერვალს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 22 თებერვლისთვის 2.7739 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8017 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.78 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 22 თებერვლისთვის 0.7267 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7254 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 22 თებერვლისთვის 3.2701 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2872 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 1.71 შეადგინა.