ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 34 501 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 9.12%-ით, მაქსიმალური 9.490%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.181%-ით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 7.625%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.